Tuesday, March 14, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე:
ვიმუშავეთ ერთმანეთის ბლოგებში კომენტარების გაკეთებაზე, შევქმენით "გუგლის" ფორმები "დრაივში", შევიმუშავეთ კითხვარის ფორმები, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. მივანიჭეთ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებს შესაბამისი წონები. ტრენინგი საკმაოდ შედეგიანი იყო.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მერვე დღე: შევარჩიეთ  მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტები და ფასილიტაცია.  მომეწონა დაჯგუფების ნიმუშები, შევქმენით პროექტის საქაღალდე და ავტვირთეთ ბლოგზე, დავამატეთ "გაჯეტები", გავეცანით ტექნოლოგიების  ვებ გვერდს.ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის დასრულებაზე. შვქმენი პორტფოლიო.

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე:
ვიმუშავე სასწავლო პროექტის პროცედურებზე, გავეცანი ინდივიდუალურ განსხვავებს  სწავლის დროს, გავეცანი და შევქმენი  კითხვარი დიფერენცირებისთვის,  ვნახე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია-  სლაიდ შოუ, შევქმენი ხარაჩო მოსწავლეთა პრეზენტაციის  შაბლონისათვის.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე:
გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, გაკვეთილზე გამოსაყენებელი თვითშეფასების რეგფლექსიას, ვიმუშავე შეფასების დაგეგმვის ცხრილზე, შეფასების გეგმის ჩეკლისტზე და შევქმენი რუბრიკა ჩემი პრეზენტაციისთვის.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეხუთე  დღე: მესამე მოდულში გავეცანით უკუკავშირის მიცემის  რჩევებსა  და მითითებებს და ერთმენეთის ბლოგებზე გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარები. ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ვნახეთ პრეზენტაცია  საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ვისწავლეთ მისამართების დაკოპირება და შენახვა, გავაკეთეთ გამოყენებული მისამართების ჩამონათვალი და  პრეზენტაცია  "პოვერ პოინტში"მოსწავლის როლში.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე:
 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი -  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები , შეფასების საშუალება და ინსტრუმენტები. შევადგინეთ შეფასების მოკლე მონახაზი.  შევიმუშავეთ შეფასებისათვის  შესაბამისი აქტივობები.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მესამე დღე: გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ზმნებს, რომლებიც გამოვიყენე  მაღალი  სააზროვნო უნარების შერსაბამისად  სტანდარტების შესარჩევად. ვიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შერჩევაზე.